erimedia_ravk/JVPFRqOSg.jpeg

მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს

ამბები
მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს
ამბები

მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს

erimedia_ravk/JVPFRqOSg.jpeg
29 დეკ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე მოქალაქეებს მიმართავს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა, გამოყენების შემთხვევაში კი, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

„არაფერი იქნება იმაზე უკეთესი, თუ საერთოდ არ გამოვიყენებთ პიროტექნიკას ჩვენი სიხარულის გამოსახატად და შევეცადოთ ამისთვის სხვა საშუალებები მოვნახოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ ამ სახით სიხარულის გამოხატვას და სხვებისთვის გაზიარებას, მაშინ გთხოვთ:

1. პიროტექნიკის შეძენისას მიაქციეთ ყურადღება მასალის ხანდაზმულობას. არ არის გამართლებული ძველი მასალების გამოყენება. ის მომეტებულ საფრთხეს შეიცავს;

2. აუცილებლად მაქსიმალურად ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს და პირობებს;

3. მაქსიმალურად მოაცილეთ პიროტექნიკის გამოყენებას მოზარდები. არ დაუშვათ, რომ მათ დამოუკიდებლად გამოიყენონ პიროტექნიკა;

4. თრობის მდგომარეობაში გამორიცხეთ პიროტექნიკის გამოყენება;

5. პიროტექნიკის გამოყენებისას სიახლოვეში მყოფმა ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ატაროს დამცავი სათვალე;

6. არავითარ შემთხვევაში ერთდროულად რამდენიმე ერთეულის დანთება არ სცადოთ;

7. ანთებული პიროტექნიკა არ შეიძლება დაიკავოთ ხელში. აუცილებელია მისი სტაციონარულად მყარად დამაგრება და მხოლოდ ასე გამოყენება;

8. არასდროს აანთოთ პიროტექნიკა დახურულ სივრცეში;

9. გამოყენებისას აუცილებლად მაქსიმალურად უნდა დააშოროთ პიროტექნიკის გამოყენების ადგილი სხვა ადამიანებს, სახლებს. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო აალებადი ნივთიერებების სიახლოვეს;

10. სტაციონარულად მყარად დამაგრების შემდეგ მაქსიმალურად უნდა მოცილდეთ პიროტექნიკის მასალას, უსაფრთხო დისტანციაზე. კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, რომ გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეთ გარემოს, საკუთარ და ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო