მიხეილ სარჯველაძე: საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის უნდა და ეს ჩვენი გამოგონილია, არასწორია, მაშინ როდესაც, ამასთან დაკავშირებით უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კონკრეტული განცხადებები მოვისმინეთ

ამბები/ წყარო: imedinews.ge
მიხეილ სარჯველაძე: საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის უნდა და ეს ჩვენი გამოგონილია, არასწორია, მაშინ როდესაც, ამასთან დაკავშირებით უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კონკრეტული განცხადებები მოვისმინეთ
ამბებიწყარო: imedinews.ge

მიხეილ სარჯველაძე: საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის უნდა და ეს ჩვენი გამოგონილია, არასწორია, მაშინ როდესაც, ამასთან დაკავშირებით უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კონკრეტული განცხადებები მოვისმინეთ

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/4IYqakM4g.jpeg

ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამ განწყობის დადასტურება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„პედალირება ამ თემაზე, რომ არავის ომი არ უნდა და ამ თვალსაზრისით უნდა გაემიჯნოს ოთხეულს მმართველი პარტია და ა.შ., მე არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს და რეალურ სურათთან ეს თავსებადი არ არის. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული განცხადებები უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, საქართველოს ომში ჩართვის საჭიროებასთან დაკავშირებით. ახლა, ამ ფონზე, როცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ წამოვიწყეთ კრიტიკა და საქართველოს ომში ჩართვა არავის უნდა და ეს ჩვენი გამოგონილია, ეს რასაკვირველია არასწორია. როდესაც ამაზე საუბარი ღიად დაიწყეს იმ ოთხმა ადამიანმა, ამასთან დაკავშირებით ვთქვით, რომ რიტორიკის ამ ფორმას არ ვეთანხმებით. კიდევ გამიჯვნა რაში უნდა გამოიხატებოდეს? ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან. პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამ გარემოების და განწყობის დადასტურება რა თქმა უნდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს სარჯველაძე.

პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების განცხადებებისგან, გამიჯვნისკენ მოუწოდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო