მიხეილ ხიდურელი - მიკროგრანტების პროგრამის ფარგლებში, წელს ქვეყანას უპრეცედენტო რაოდენობის, 1 338 ახალი მეწარმე შეემატება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მიხეილ ხიდურელი - მიკროგრანტების პროგრამის ფარგლებში, წელს ქვეყანას უპრეცედენტო რაოდენობის, 1 338 ახალი მეწარმე შეემატება
ამბებიწყარო: 1tv.ge

მიხეილ ხიდურელი - მიკროგრანტების პროგრამის ფარგლებში, წელს ქვეყანას უპრეცედენტო რაოდენობის, 1 338 ახალი მეწარმე შეემატება

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/dC7TqQW4g.jpeg

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის, 1 338 ახალი პროექტი გახდა გამარჯვებული.

„მოხარული ვარ, რომ წელს სახელმწიფოს დახმარებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანას უპრეცედენტოდ მზარდი რაოდენობის – ათასზე მეტი ახალი ბიზნესი შეემატება, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენ უფრო მეტ ბიზნეს იდეას ვუჭერთ მხარს და ვეხმარებით იდეების რეალიზებაში, პროდუქტების დივერსიფიცირებასა და ექსპორტზე გატანაში. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა შორის წელს საგრძნობლად გაიზარდა მეწარმე ქალების რაოდენობა და გამარჯვებულთა 50 პროცენტი სწორედ ქალები არიან. ვულოცავ პროგრამის წლევანდელ გამარჯვებულებს და ვუსურვებ მათ წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობასა“, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

წელს პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება.

2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 6 901 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობამ კი 78 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო