erimedia_ravk/t9H3ndo4g.jpeg

მკვლელობა საგარეჯოში - დაღუპულია ხუთი პირი, მათ შორის პოლიციელი

ამბები
მკვლელობა საგარეჯოში - დაღუპულია ხუთი პირი, მათ შორის პოლიციელი
ამბები

მკვლელობა საგარეჯოში - დაღუპულია ხუთი პირი, მათ შორის პოლიციელი

erimedia_ravk/t9H3ndo4g.jpeg
20 იან

საგარეჯოში სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, ხოლო დაჭრილია კიდევ ხუთი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი ხუთი ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავი მოიკლა.

დღეს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა განაცხადა, რომ კლინიკაში სროლის შედეგად დაჭრილი ოთხი პაციენტი რჩება, მათგან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე.

მისივე თქმით, ერთი პაციენტის კლინიკიდან გაწერა იგეგმება, მძიმე პაციენტი კი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

„კლინიკაში ოთხი ავადმყოფი რჩება, აქედან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე. ის ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს. ერთი პაციენტი მსუბუქი დაზიანებებით არის, ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული დამუშავება და იგეგმება კლინიკიდან გაწერა.

რაც შეეხება კრიტიკულად მძიმე პაციენტს, რომელიც 21 წლისაა, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუსა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამი პაციენტი კონტაქტურია, მათ ჩვენება ჩამოერთვათ. მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლები გამოკითხვას აწარმოებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო