მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. დახვედრის ცერემონია კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან, შემდეგ კი პრეზიდენტების პრესკონფერენცია გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს, იგორ გროსუსს.
მოლდოვაში საქართველოს ელჩის, ლევან დიასამიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები განიხილება, როგორებიცაა ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
საქართველოს პრეზიდენტს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმირ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი.