მოსკოვი აცხადებს, რომ ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე რუსეთის არ მიწვევასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება "უკიდურესად ამორალურია“

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მოსკოვი აცხადებს, რომ ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე რუსეთის არ მიწვევასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება "უკიდურესად ამორალურია“
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მოსკოვი აცხადებს, რომ ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე რუსეთის არ მიწვევასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება "უკიდურესად ამორალურია“

16 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/nODCOGnVg.webp

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 19 სექტემბერს, დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე რუსეთის არ მიწვევასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება „უკიდურესად ამორალურია“.

"ჩვენ ბრიტანეთის მცდელობას უკიდურესად ამორალურად განვიხილავთ, ეროვნული ტრაგედია, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გულს შეეხო, გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, რათა ანგარიში გაუსწოროს ჩვენს ქვეყანას გლოვის დღეებში”, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ეს განსაკუთრებით მკრეხელურია ელიზაბედ II-ის ხსოვნის მიმართ, „რომელიც ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის რიგებში, რომლებიც ნაცისტებს და მათ უკრაინელ კოლაბორატორებს სტეპან ბანდერასა და რომან შუხევიჩს ებრძოდნენ“.

„ჩვენი მხრივ, ჩვენ ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ბრიტანელ ხალხს იმ დიდი დანაკარგისთვის, რომელიც მათ თავს დაატყდათ” - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო