მოსკოვის რეგიონში მანქანის აფეთქებას ფილოსოფოს ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილის მეგობრის თქმით, აფეთქებული მანქანა ალექსანდრე დუგინს ეკუთვნოდა

ამბები/ წყარო: tass.ru
მოსკოვის რეგიონში მანქანის აფეთქებას ფილოსოფოს ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილის მეგობრის თქმით, აფეთქებული მანქანა ალექსანდრე დუგინს ეკუთვნოდა
ამბებიწყარო: tass.ru

მოსკოვის რეგიონში მანქანის აფეთქებას ფილოსოფოს ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილის მეგობრის თქმით, აფეთქებული მანქანა ალექსანდრე დუგინს ეკუთვნოდა

21 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/8rcIaiW4R.jpeg

ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, დარია დუგინა, საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, ავტომანქანის აფეთქებას ემსხვერპლა. შემთხვევა მოსკოვის რეგიონის სოფელ ბოლშიე ვიაზიომისთან მოხდა. ავტომობილი, რომელსაც დარია დუგინა მართავდა, მამამისს ეკუთვნოდა. ამის შესახებ სააგენტო ТАСС-ს დაღუპულის ახლობელმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსული ჰორიზონტის“ ხელმძღვანელმა, ანდრეი კრასნოვმა განუცხადა.

კრასნოვის თქმით, დარია დუგინა ფესტივალ „ტრადიცია“-დან ბრუნდებოდა, სადაც ლიტერატურის, მუსიკის, კულტურისა და კინემატოგრაფიის სფეროში მიმდინარე აქტუალური ტენდენციები განიხილებოდა. კრასნოვის განცხადებით, რომელიც თავადაც ესწრებოდა ფესტივალს, ტრაგედია მოჟაისკის გზატკეცილზე, გადასახვევთან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სოფელ ბოლშიე ვიაზიომისთან, დასახლებულ პუნქტან ახლოს გააქტიურდა. მანქანას, რომელსაც დარია დუგინა მართავდა, ცეცხლი მაშინვე გაუჩნდა. დარიამ მართვაზე კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც მანქანა გზის მოპირდაპირე მხარეს დიდი სისწრაფით გადავიდა.

კრასნოვმა დასძინა, რომ მანქანა დარიას მამას, ალექსანდრე დუგინს ეკუთვნოდა. დუგინმა ფესტივალი სხვა მანქანით დატოვა, რის შემდეგაც ტრაგედიის ადგილზე მივიდა. კრასნოვი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელების სამიზნე იყო ან ალექსანდრე დუგინი, ან დუგინი თავის ქალიშვილთან ერთად. საზოგადოებრივი მოძრაობის „რუსული ჰორიზონტის“ ხელმძღვანელის თქმით, აფეთქება ფესტივალის ავტოსადგომზე რომ მომხდარიყო, შედეგები ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა.

დარია დუგინა 1992 წელს დაიბადა. დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ფლობდა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო