მოსკოვისა და პეტერბურგის მუნიციპალური დეპუტატები ვლადიმერ პუტინის გადადგომას ითხოვენ
12 სექტემბერი, 2022

30-ზე მეტმა რუსმა მუნიციპალურმა დეპუტატმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით პეტიციას მოაწერა ხელი.
პეტიციას, რომელიც პეტერბურგის სემენოვსკის რაიონის დეპუტატმა ქსენია ტორსტრემ გამოაქვეყნა, თავდაპირველად 19 ოფიციალური პირი აწერდა ხელს.
„ჩვენ, რუსეთის მუნიციპალური დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებები საზიანოა რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავლისთვის. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან“ , - ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციას ხელს აწერდნენ ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მომუშავე მუნიციპალური დეპუტატები, თუმცა ხელმომწერთა შორის არიან ისეთი ქალაქების წარმომადგენლებიც, როგორიცაა სამარა და იაკუტსკი.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
