მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან გაერთიანების ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე 14 ივნისს კონსულტაცია გაიმართება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან გაერთიანების ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე 14 ივნისს კონსულტაცია გაიმართება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან გაერთიანების ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე 14 ივნისს კონსულტაცია გაიმართება

13 ივნისი, 2022

erimedia_ravk/Xucvtxj7g.webp

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანების რეფერენდუმის საკითხზე, კონსულტაციებს მოსკოვში გაივლის. ამის შესახებ Sputnik-ი იუწყება.

„კონსულტაციები 14 ივნისს გაიმართება. დელეგაციაში ასევე შედიან პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ემილია გაგიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი მედოევი და პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი", - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.

მარტის ბოლოს, ე.წ. რესპუბლიკის ყოფილმა დე ფაქტო მეთაურმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი გადადგამს ნაბიჯებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და შემდგომში ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებისთვის.

ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკამ“ არაერთხელ სცადა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ამ მიზნის მიღწევა ხალხის სურვილია.

გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი პრეზიდენტის ბრძანებულებით 17 ივლისს დაინიშნა. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოსკოვთან კონსულტაციების მოლოდინში რეფერენდუმის ჩატარების ბრძანება შეაჩერა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო