მსახიობი მიხეილ გომიაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან გამოასვენეს - ხელოვანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მსახიობი მიხეილ გომიაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან გამოასვენეს - ხელოვანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მსახიობი მიხეილ გომიაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან გამოასვენეს - ხელოვანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/maiaIW7VR.webp

მსახიობი მიხეილ გომიაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან გამოასვენეს.

ხელოვანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივს მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს მსახიობებმა, მომღერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

მსახიობის ღვაწლზე ისაუბრეს მისმა კოლეგებმა და აღნიშნეს, რომ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია კინოსა და თეატრისთვის.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება. მიხეილ გომიაშვილი კლინიკაში მკურნალობდა.

მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში ირიცხებოდა. მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.

მსახიობს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო