მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

14 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/fANGX1mVR.webp

მსოფლიოს ქვეყნები, მათ შორის საქართველო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან.

განცხადება ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

ერთობლივი განცხადება შემუშავებულია ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, მალტას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მიერ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების უხეში დარღვევა.

განცხადებაში ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს ბირთვული უსაფრთხოების ფუნდამენტურ მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის - ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის კონტროლი, დიდ საფრთხეს უქმნის ამ პრინციპებს.

„ბირთვულ ობიექტზე რუსი სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების განლაგება მიუღებელია და უგულებელყოფს უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს, რომელთა ვალდებულებაც აიღო IAEA-ს ყველა წევრმა.

რუსული სამხედრო ძალების არსებობა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფერხებს ოპერატორს და უკრაინის ხელისუფლებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაში საერთაშორისო კონვენციებისა და IAEA-ს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და ხელს უშლის IAEA-ს შეასრულოს მისი უსაფრთხოების მანდატი.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მოქმედ პერსონალს შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, საფრთხის ან სამუშაოს დაუშვებლად მკაცრი პირობების გარეშე”,- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უდავოა, რომ რუსეთის შეჭრა და მისი მუდმივი ყოფნა უკრაინის ბირთვულ ობიექტებში მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტებისა და ავარიების რისკს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გამოყენებას უკრაინაში მისი უკანონო ქმედებების გასამართლებლად",- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს აგრესიისთვის პასუხს აგებინებს და რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში მის უკანონო ქმედებებზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო