erimedia_ravk/KgRHjP44R.png

მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 11 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს - სპორტსმენებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

ამბები
მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 11 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს - სპორტსმენებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს
ამბები

მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 11 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს - სპორტსმენებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

erimedia_ravk/KgRHjP44R.png
5 ოქტ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში 2022 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და სპორტსმენებმა თავიანთი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს. მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრებს 11 წარმომადგენელი ეყოლება.

საქართველოს სახელით 9 კაცი და 2 ქალი ძიუდოისტი იასპარეზებს. ლაშა გუჯეჯიანის მიერ გაწვრთნილი ნაკრების სია ასე გამოიყურება:

-60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი

-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი

-73კგ: ლაშა შავდათუაშვილი

-81კგ: ტატო გრიგალაშვილი

-90კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100კგ: ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი

+100კგ: გურამ თუშიშვილი

-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი

+78კგ: სოფიო სომხიშვილი

ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ რაუნდში დაისვენებს და იამ ვოლჩაკსა (ისრაელი) და ადონის დიაზს (აშშ) შორის გამარჯვებულს დაელოდება. ასევე მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას ვაჟა მარგველაშვილი, მისი მოწინააღმდეგის ვინაობა კი მაროკოელი აბდერაჰმანე ბუშიტასა და თურქი მუჰამედ დემირელის შეხვედრაში გაირკვევა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა შავდათუაშვილი ტიტულის დაცვას მეორე წრიდან დაიწყებს, მისი მეტოქე კი შვეიცარიელი ნილს სტამპსა და ტაჯიკ მუჰამადრაჰიმ სარახონოვს შორის უმჯობესი იქნება. მსოფლიოს პირველობაში აგრეთვე მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ტატო გრიგალაშვილი, ის ფრანგ ალფა უმარ ჯალოსა და პოლონელ პაველ დრჟიმალის ორთაბრძოლას დაელოდება.

საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელსაც დიდი დრო გაუცდა ავსტრალიელი ჰარისონ კასარისა და იაპონელი კოსუკე მაშიამას წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, მისი მეტოქე ლიბანელ კარამნობ საგაიპოვისა და ესტონელ მატიას კუუსიკის შეხვედრაში გაირკვევა.

100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ესტონელ გრიგორი მინასკინისა და ხორვატი ზლატკო კუმრიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ილია სულამანიძის მოწინააღმდეგე გერმანელი დანიელ ჰერბსტისა და კიდევ ერთი ხორვატის მარკო კუმრიჩის დაპირისპირებაში გაირკვევა.

მძიმე წონაში პირველი განთესვით ჩაერთვება გურამ თუშიშვილი. ის მეორე წრეშია დაშვებული, სადაც რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუსა და სლოვენიელი ვიტო დრაგიჩის შეხვედრაში გამარჯვებულს გაეჯიბრება.

ქალთა ტურნირში ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალია და ჩინეთის წარმომადგენელ ქი საისა და სერბ მარისა პერიშიჩის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება სოფიო სომხიშვილს, მას წილისყრაში არ გაუმართლა და პირველივე შეხვედრაში ოლიმპიურ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იდალის ორტიზს (კუბა) გაეჯიბრება.

მსოფლიოს ჩემპიონატი ტაშკენტში 6-13 ოქტომბერს ჩატარდება და ბოლო დღე გუნდურ ასპარეზობას დაეთმობა. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს პირველობა საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება, უზბეკეთში 82 ქვეყნის 570-მდე სპორტსმენის გამოსვლას ელოდებიან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო