„მთავარი პრობლემა საქართველოში დღეს ჭარბყურძნიანობაა, უფრო მეტი ყურძენი გვაქვს, ვიდრე კერძო სექტორს სჭირდება“

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
„მთავარი პრობლემა საქართველოში დღეს ჭარბყურძნიანობაა, უფრო მეტი ყურძენი გვაქვს, ვიდრე კერძო სექტორს სჭირდება“
ამბებიწყარო: www.bpn.ge

„მთავარი პრობლემა საქართველოში დღეს ჭარბყურძნიანობაა, უფრო მეტი ყურძენი გვაქვს, ვიდრე კერძო სექტორს სჭირდება“

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/qWYIz0nVR.jpeg

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია და მოსავლის 40% უკვე გადამუშავებულია. პროცესის მთავარი პრობლემა კი, იმაზე მეტი ოდენობის ყურძნის მოსავალია, ვიდრე კერძო სექტორს სჭირდება - აცხადებს ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორი, როლანდ ბურდიაშვილი.

,,ახლა რთველი ყველაზე აქტიურ ფაზაშია. მოსავლის 40% კახეთში უკვე გადამუშავებულია. ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების საკითხში ერთადერთი პრობლემაა, დრო და რიგი, რომელიც შეიძლება ყველაზე მაქსიმუმ 24 საათი გაგრძელდეს, მე დრო ნამდვილად არ მსმენია. მევენახეს, ცხადია, მუდმივად სურს უფრო მაღალი ფასი და ეს ბუნებრივიცაა. წელს ყურძნის რეკორდული მოსავალია და ყველას სურს უქმეებზე დაკრიფოს და ჩააბაროს მოსავალი, ამის რესურსი კი ქარხნებს არ აქვთ.

დღეისათვის, ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა საქართველოში ჭარბყურძნიანობაა, უფრო მეტი ყურძენი გვაქვს, ვიდრე კერძო სექტორს სჭირდება. წესით, სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს ღვინის ბიზნესში და ყურძნის გადამუშავებაში, მაგრამ ჭარბი ყურძენი, რომელიც კერძო სექტორს არ სჭირდება, მთავრობას იძულებულს ხდის მონაწილეობა მიიღოს გადამუშავების პროცესში“, - აცხადებს როლანდ ბურდიაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ წელს რთველის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო. სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდიან არანაკლებ 0.90 ლარს.

ავტორი: თამარ მუკბანიანი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო