erimedia_ravk/-DrWqzK4R.jpeg

მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ახალ პროგრამას იწყებს

ამბები
მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ახალ პროგრამას იწყებს
ამბები

მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ახალ პროგრამას იწყებს

erimedia_ravk/-DrWqzK4R.jpeg
28 ნოე

დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორისაა, ინიციატივა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებას და საბოლოოდ დარეგულირებას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.

სამუშაოები უკვე 2023 წელს დაიწყება, რისთვისაც 100 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია. ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო