მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება

ამბები
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება
ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება

3 ოქტ

erimedia_ravk/2Tz7hbV4g.webp

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება.

„ჩვენი მიზანია, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავალის დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას და მათ შესაბამისი შემოსავალი მიიღონ. ასევე, მნიშვნელოვანია, რთველის პროცესში კერძო სექტორის მონაწილეობა, მეტი სტიმული მივცეთ კერძო საწარმოებს, სრულად შეიძინონ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძენი და სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროცესში მინიმუმამდე შემცირდეს. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის - 4 ლარის ოდენობით. როგორც კახეთის, ისე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც რთველი ორგანიზებულად და წარმატებულად ჩაივლის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ რთველი რაჭის რეგიონში ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება და პროცესში 30-მდე კომპანია იქნება ჩართული. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 1500-1700 ტონის ფარგლებშია. რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო