მთიანი ყარაბაღის საკითხზე ენტონი ბლინკენს ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშიანიანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
6 აგვისტო, 2022

მთიან ყარაბაღში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანთან, ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბლინკენმა ლიდერებს აშშ-ს მზაობის შესახებ აუწყა, ჩაერთოს და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის დიალოგს, რათა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს.
ბლინკენმა მხარეებს დეესკალაციისა და პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მთიან-ყარაბაღში ვითარებას.
ავტორი - სალომე თორაძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
