erimedia_ravk/FnaCOxdVR.jpeg

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება

ამბები
მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება
ამბები

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება

erimedia_ravk/FnaCOxdVR.jpeg
22 ნოე

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალები მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება სამი ძველი შენობის რეაბილიტაცია.

პირველ ეტაპზე აშენდება: შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. მეორე ეტაპი კი, ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი სრულად შესაბამისი იქნება ნატო-ს სტანდარტებთან. პროექტის ღირებულება 70 მილიონამდე ლარია.

მშენებლობის დასრულება ორ წელში იგეგმება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო