erimedia_ravk/-Lz8nC64g.jpeg

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით ვახტანგ გომელაურს იბარებს

ამბები
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით ვახტანგ გომელაურს იბარებს
ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით ვახტანგ გომელაურს იბარებს

erimedia_ravk/-Lz8nC64g.jpeg
14 აგვ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს.

ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა წერილი.

მათივე ინფორმაციით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შინაგან საქმეთა მინისტრთან შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან არსებულ კითხვებს.

„საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის საფუძველზე, ინტერპელაციის წესით მოგმართვათ შემდეგი კითხვებით:

1. მეწყრული და სხვა ბუნებრივი სტიქიების შედეგად ადამიანური დანაკარგის შემცირების საუკეთესო პრაქტიკის უმთავრესი კომპონენტი არის შესაბამისი ეროვნული მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობა. 2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას, თქვენ განაცხადეთ: „დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს, მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს“. რატომ არ მოხდა აღნიშნული გაფრთხილების სისტემის დანერგვა, რომელსაც თქვენი და ხელისუფლების სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების განმარტებით გადამწყვეტი როლი შეეძლო ეთამაშა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის დროს?

2. შოვში მეწყრული პროცესი განვითარდა 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე; საჯაროდ არსებული ინფორმაციის და თვითმხილველების განმარტების თანახმად, სამაშველო სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს სამი საათის დაგვიანებით. რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი?

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შოვში განვითარებული კატასტროფის საპასუხო სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმართვისას, ხელისუფლებამ ვერ დაინახა მეზობელი სახელმწიფოებისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რა კონკრეტული ღონისძიებების და მათი ცალკეული თუ ერთობლივი ეფექტიანობის შეფასებით მიიღეთ მთავრობის სხვა შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად აღნიშნული გადაწყვეტილება?

4. რა მდგომარეობაშია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო აღჭურვილობა და რამდენად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან? რა სახის სამაშველო-სამძებრო ვერტმფრენებს ფლობს სახელმწიფო და აღჭურვილია თუ არა თანამედროვე საკომუნიკაციო, სანავიგაციო, მათ შორის ღამის ხედვის საშუალებებით?

5. 2015 წლის No2632 განკარგულებით დამტკიცდა ხელშეკრულება GG-B-UCL ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის – „ორი HUEY II-ის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის შესყიდვის“ შესახებ, რომელიც 2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავრობის No2363 განკარგულებით გაუქმდა. რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის (“HUEY II”-ის) გრანტის წესით შესყიდვაზე? იყო თუ არა შსს ჩართული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა იყო სამინისტროს ოფიციალური პოზიცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო