erimedia_ravk/78ft3zDSR.jpeg

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მაიკ პენსსა და კევინ კრამერს შეხვდა

ამბები
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მაიკ პენსსა და კევინ კრამერს შეხვდა
ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მაიკ პენსსა და კევინ კრამერს შეხვდა

erimedia_ravk/78ft3zDSR.jpeg
6 დეკ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები, საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე აგრძელებენ ვიზიტს ვაშინგტონში. პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსსა და სენატორ კევინ კრამერს შეხვდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ავრცელებს.

„გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრის დროს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის პრობლემები, რომელიც უკავშირდება რუსულ რეჟიმს, ოლიგარქიულ მმართველობას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთობა არის უმნიშვნელოვანესი, გვჭირდება ძალიან ბევრი პარტნიორი. ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გარდა, ვაშინგტონში ჩვენ შევხვდით სენატორ კრამერს. უმნიშვნელოვანესია, საქართველოს მოქალაქეს ესმოდეს, რომ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ყველანი ერთად, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გავიმარჯვებთ საქართველოს საკეთილდღეოდ. ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. გავაკეთებთ, ვიშრომებთ, ვიბრძოლებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, ძალიან ბევრ პარტნიორს შევიძენთ და, საბოლოო ჯამში, დავამარცხებთ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო