erimedia_ravk/dtiWOOH4g.jpeg

"ნამდვილი მონსტრია! - არ მიკვირს, რომ მარადონას ადარებენ" - ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

ამბები
"ნამდვილი მონსტრია! - არ მიკვირს, რომ მარადონას ადარებენ" - ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
ამბები

"ნამდვილი მონსტრია! - არ მიკვირს, რომ მარადონას ადარებენ" - ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

erimedia_ravk/dtiWOOH4g.jpeg
25 ოქტ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე გლაზგოს „რეინჯერსის“ წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. მოახლოებული მატჩის წინ გამოცემა Heraldscotland გლაზგოური კლუბის ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს მარკო ნეგრის ესაუბრა.

მარკო ნეგრიმ მედიასაშუალებასთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შოტლანდიური კლუბისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ ქართველი ფეხბურთელი წარმოადგენს.

„ის დიდებული ფეხბურთელია, ნამდვილი მონსტრი. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, ასეთი გავლენის მოხდენა შეუძლია. ფეხებზე კარგად დგას, მაგრად დარბის და ზუსტად ურტყამს. მსოფლიოში რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებიც მეტოქე გუნდის მწვრთნელებს აიძულებენ ტაქტიკა შეცვალონ, რათა მათთან გამკლავება შეძლონ. კვარაცხელია მათგან ერთ-ერთია“, - განაცხადა ნეგრიმ.

უნდა აღნიშნოს, რომ ნეგრის კერპი დიეგო მარადონაა და არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ფეხბურთის თამაში სწორედ არგენტინელი ლეგენდის გამო დაიწყო. ცნობილია რომ ქართველ ტალანტს იტალიაში მალევე “კვარადონა” შეარქვეს და ნეგრიმ ამ საკითხზეც ისაუბრა.

„ჩემთვის სრულიად გასაგებია, რატომ თვლიან, რომ კვარაცხელიას შეუძლია იმავე სიმაღლეებს მიაღწიოს, რასაც მარადონამ“, - აღნიშნა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

„ნაპოლისა“ და „რეინჯერსის“ დაპირისპირება 26 ოქტომბერს იტალიაში, სტადიო მარადონაზე გაიმართება. ამ დროისთვის, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფს სწორედ ნეაპოლელები ლიდერობენ მაქსიმალური 12 ქულით, გლაზგოელებს კი ქულა არ აქვთ და ბოლო ადგილზე არიან. 21 წლის კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 7 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს, მან ასევე თავი 3 მოპოვებული პენალტითა გამოიჩინა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო