erimedia_ravk/C6i8nQHVR.jpeg
(ფოტო - SSC Napoli)

"ნაპოლის" მორიგი გამარჯვება და კვარას ბენეფისი "სტადიო მარადონაზე"

ამბები
"ნაპოლის" მორიგი გამარჯვება და კვარას ბენეფისი "სტადიო მარადონაზე"
ამბები

"ნაპოლის" მორიგი გამარჯვება და კვარას ბენეფისი "სტადიო მარადონაზე"

erimedia_ravk/C6i8nQHVR.jpeg
(ფოტო - SSC Napoli)
31 ოქტ

იტალიურმა "ნაპოლიმ", სადაც ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს იტალიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. "სასუოლოს" წინააღმდეგ კვარაცხელიამ ერთი გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სერია A-ს მე-12 ტურის შეხვედრა ლუჩანო სპალეტის გუნდმა აქტიურად დაიწყო, რასაც კვარაცხელიას გადაცემებით ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის დუბლი მოჰყვა. პირველ ჯერზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჯოვანი დი ლორენცომ ჩააწოდა და ბურთი სანამ ნიგერიელთან აღმოჩნდებოდა, თავით ჯერ ხვიჩა შეეხო, შეტევა კი სწორედ ოსიმენმა დაასრულა. მეორე გოლის მომენტში 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სტუმართა გერმანელი მცველი იერემი ტოლიანი მარტივად ჩამოიშორა და კარის წინ მყოფ ვიქტორს დაუგორა, რომელსაც გატანა აღარ გასჭირვებია.

სერია A-ში უკვე მე-6 გოლი კვარაცხელიამ მარიუ რუის მაღალი ჩაწოდების შემდეგ გაიტანა - ბურთი ოსტატურად ჩამოიღო და ახლო კუთხეში უძლიერესად დაარტყა.

კვარაცხელია შესვენების შემდეგაც აქტიური იყო, თუმცა შედეგიანი მოქმედებით აღარ გამორჩეულა. 61-ე წუთზე ქართველზე "სასუოლოს" მცველმა იუხეშა. ნაპოლის ექიმებმა ქართველ შემტევს დახმარება აღმოუჩინეს და კვარაცხელიამ თამაში გააგრძელა. მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის შემდეგ სპალეტიმ მისი შეცვლა მაინც გადაწყვიტა.

დარჩენილ დროში ვიქტორ ოსიმენმა მესამედაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (4:0), სტუმრები კი მატჩის მიწურულს 10 კაცით დარჩნენ - არბიტრმა "სასუოლოს" შემტევი არმან ლორენტე გააძევა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის 12 მატჩში 32 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე 26 ქულით მილანია, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. სერია A-ს მომდევნო ტურში ნაპოლი ატალანტას სტუმრობს (5 ნოემბერს), მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრას სტუმრად "ენფილდზე" ლივერპულთან გამართავს (2 ნოემბერს).

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო