Nasa-ს მთვარის მისიის ასტრონავტებისთვის სკაფანდრებს Prada შექმნის
8 ოქტ
2025 წლის Nasa-ს მთვარის მისიისთვის სკაფანდრებს Prada-ს მოდის სახლი დაამზადებს. ამის შესახებ BBC წერს.
იტალიური მოდის სახლი კოსტიუმების დიზაინზე სხვა კერძო კომპანია Axiom Space-სთან ერთად იმუშავებს. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Prada პროექტს სხვადასხვა კომპოზიციურ ქსოვილებთან მუშაობის გამოცდილებას შესძენს.
"პრადას სხვადასხვა ტიპის კომპოზიციურ ქსოვილებთან მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს და ახალი კოსმოსური კოსტუმის შექმნაში შესაძლოა გარკვეული ტექნიკური წვლილი შეიტანოს", - აცხადებს პროფესორ ჯეფრი ჰოფმანი, რომელმაც ნასას ხუთ მისიაში მიიღო მონაწილეობა.
Prada-ს სკაფანდრებს მისია Artemis 3-ის ასტრონავტები მოირგებენ, რომლებიც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე გაივლიან.