erimedia_ravk/Mo20o3YSg.jpeg

ნათია თურნავა - საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში

ამბები
ნათია თურნავა - საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში
ამბები

ნათია თურნავა - საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში

erimedia_ravk/Mo20o3YSg.jpeg
14 მაი

საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკისთვის და კოლეგებისთვის კანდიდატი ქვეყნებიდან გაგვეზიარებინა ჩვენი ქვეყნის მიღწევები ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ 2024 წლის დასაწყისში წარადგინა რეფორმების გეგმა, რომელიც დაგვეხმარება გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ცენტრალურ ბანკთან რეფორმების ფინანსური ნაწილისა და მონეტარული პოლიტიკის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით საკმაო მიღწევები გვაქვს“, - აღნიშნა თურნავამ.

წლევანდელ დიალოგში ევროკავშირის სამი ქვეყანა - ევროპული კავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ბელგია, მომავალი თავმჯდომარე უნგრეთი და პოლონეთი მონაწილეობდნენ.

შეხვედრას უძღვებოდა ბელგიის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვინსენტ ვან პეტეგემი.

დიალოგის ფარგლებში საბჭომ დაამტკიცა ერთობლივი დასკვნა, რომელშიც ასახულია დიალოგის მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის მიღწევები.

დიალოგში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო