erimedia_ravk/KblxjskIg.jpeg

ნათია თურნავამ EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად სემინარი გახსნა

ამბები
ნათია თურნავამ EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად სემინარი გახსნა
ამბები

ნათია თურნავამ EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად სემინარი გახსნა

erimedia_ravk/KblxjskIg.jpeg
6 სექ

„საზედამხედველო პრიორიტეტები საკრედიტო რისკებისა და უმოქმედო სესხებისთვის და მათი გავლენა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონზე“ – ამ სახელწოდების სემინარი გაიმართა დღეს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში. სებ-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი სემინარის მიზანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერინკმა გახსნეს. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სომხეთის,  უკრაინისა და მოლდოვას ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და კლიენტთა მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელი, იურგენ რიგტერინკი და EBRD-ის  აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორი, მატეო პატრონე კავკასიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ნათია თურნავასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკის რეფორმები ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა EBRD-ის მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსათვის. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი პრიორიტეტია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ბაზარზე ინფორმაციის გამჭვირვალობისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება. ამ თვალსაზრისით, EBRD ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. სწორედ EBRD-იმ გამოუშვა პირველი ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდი, რამაც შეუწყო ხელი კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები, კავკასიაში EBRD – ის რეგიონული დირექტორი ალკის ვრეინიოს დრაკინოსი და მისი წინამორბედი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო