ნატო-ს წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ამბები/ წყარო: www.president.pl
ნატო-ს წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ამბებიწყარო: www.president.pl

ნატო-ს წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

2 ოქტ

erimedia_ravk/xxwsRo44g.jpeg

ნატო-ს ცხრა წევრი ქვეყნის პრეზიდენტები, ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესახებ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები, ვინც კიევს ომის დროს ვეწვიეთ და რუსული აგრესიის შედეგები საკუთარი თვალით ვიხილეთ, არ შეგვიძლია გავჩუმდეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე და ამიტომ, შემდეგ ერთობლივ განცხადებას ვაქვეყნებთ:

ჩვენ კიდევ ერთხელ მტკიცედ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არასოდეს არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიის მცდელობას.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილების უკან, უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან თავდაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, რომ დაუყონებლივ გაიყვანოს ჯარი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება.

ყველა, ვინც აგრესიის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის პრეზიდენტი - მილოშ ზემანი, ესტონეთის პრეზიდენტი - ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი - ეგილს ლევიტსი, ლიეტუვას პრეზიდენტი - გიტანას ნაუსედა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი - სტევო პენდაროვსკი, მონტენეგროს პრეზიდენტი - მილო ჯუკანოვიჩი, პოლონეთის პრეზიდენტი - ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი - კლაუს იოჰანისი, სლოვაკეთის პრეზიდენტი - ზუზანა ჩაპუტოვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო