ნატო-ს გაფართოების საკითხზე თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლები 26 აგვისტოს შეხვდებიან

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ნატო-ს გაფართოების საკითხზე თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლები 26 აგვისტოს შეხვდებიან
ამბებიწყარო: 1tv.ge

ნატო-ს გაფართოების საკითხზე თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლები 26 აგვისტოს შეხვდებიან

11 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/julPwvm4R.jpeg

ნატო-ს გაფართოების საკითხზე თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლები 26 აგვისტოს შეხვდებიან. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შეხვედრა ერთობლივ მექანიზმზე სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება.

ანკარაში ელჩების მე-13 კონფერენციის ბოლო დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ შვედეთმა და ფინეთმა ჯერ კიდევ არ შეასრულეს მემორანდუმით აღებული ვალდებულებები და რომ მათ ჯერ კიდევ არ გადაუდგამთ რაიმე მყარი ნაბიჯი თურქეთის თხოვნაზე ტერორისტების ექსტრადიციის შესახებ.

ჩავუშოღლუმ ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირთან ურთიერთობებზე და ბლოკში თურქეთის გაწევრიანების მცდელობაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი იქნებოდა გლობალური აქტორი, რომ დათანხმებოდა თურქეთის ბლოკში გაწევრიანებას.

სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესისა და აზერბაიჯანთან კავშირების შესახებ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი ამ პროცესში ყველაფერს აკეთებს ძალიან ღიად და გამჭვირვალედ. მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა სომხეთს, შეწყვიტოს „შეყოვნების ტაქტიკა“ და გულწრფელად იმოქმედოს.

ავტორი - გივი ბარამიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო