erimedia_ravk/IkYg6e64R.jpeg

ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორი - ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება, იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება

ამბები
ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორი - ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება, იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება
ამბები

ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორი - ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება, იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება

erimedia_ravk/IkYg6e64R.jpeg
15 აგვ

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება უკრაინამ შეიძლება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ მოიპოვოს. მისივე თქმით, ეს შეიძლება უკრაინაში ომის დასრულების ნაწილიც იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული გაზეთი Verdens Gang-ი (VG) ავრცელებს.

„ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ს წევრობის მიღება“, - აღნიშნა სტიან იენსენმა არენდალში გამართული დებატების ფარგლებში.

სტიან იენსენის თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ოკუპაციის დასრულების მიზნით რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების დრო და პირობები უკრაინის გადასაწყვეტია.

მისივე განცხადებით, რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით სირთულეები აქვს და ის, რომ მათ ახალი ტერიტორიების დაპყრობა შეძლონ, ამ ეტაპზე არარეალურად ჩანს, თუმცა, ახლა უფრო საკითხავია, რის დაბრუნებას მოახერხებს უკრაინა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნატო, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიის ნაწილი, რათა რუსეთთან მშვიდობას და ნატო-ში მომავალ წევრობას მიაღწიოს, იენსენმა აღნიშნა, რომ ომის შემდგომ შესაძლო სტატუსის შესახებ დისკუსიები უკვე მიმდინარეობს და რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის შესახებ კითხვებს სხვები სვამენ.

„არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს შესაძლო გამოსავალი“, - დასძინა ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო