ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - ნატო და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - ნატო და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება
ამბებიწყარო: 1tv.ge

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - ნატო და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

17 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ff2HdO74R.jpeg

ნატო და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა ტალინში, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხელმძღვანელების და გენერალური შტაბების უფროსების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შტაბების უფროსებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ გააგრძელებენ და გაზრდიან ნატო-ს მხარდაჭერას უკრაინისთვის. საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა და წვრთნები, რომლითაც მოკავშირეები და სხვა ქვეყნები უზრუნველყოფენ უკრაინას, დიდ განსხვავებას ქმნის ბრძოლის ველზე. თუ გავითვალისწინებთ უკრაინის წარმატებებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინამ ძირეულად შეცვალა თანამედროვე ომი. ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას ვიდრე საჭირო იქნება. ზამთარი მოდის, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“, – განაცხადა ადმირალმა.

ბაუერმა აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს უკრაინას არალეტალური დახმარების პაკეტით, როგორც ეს მადრიდში, ალიანსის სამიტზე იყო შეთანხმებული. მისივე თქმით, მოკავშირე ქვეყნები და არა მხოლოდ ისინი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი და სამხედრო ტექნიკა, რათა მხარი დაუჭირონ მის შესაძლებლობებს რუს აგრესორთან საბრძოლველად.

ამასთან, ბაუერმა განაცხადა, რომ ამჟამად მთელი გლობალური უსაფრთხოება თავდასხმის ქვეშაა და თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების მიზანი მისი დაცვაა.

„უდავოა, რომ გლობალური უსაფრთხოებისთვის ახალი ერა დაიწყო. აშკარაა, რომ ეს კონფლიქტი უფრო ფართოა. წესებზე დაფუძნებული მთელი საერთაშორისო წესრიგი თავდასხმის ქვეშაა. ამიტომ, ახლა მსოფლიოს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს მისი დაცვა ევალებათ. ჩვენ გავდივართ გამოწვევების პერიოდს, დიდი გაურკვევლობის პერიოდს. ჩვენ, მოკავშირეებს, გვაძლიერებს ის ფაქტი, რომ ჩვენი 3,2 მილიონი სამხედრო მოსამსახურე, ქალი და მამაკაცი, რომელთა რაოდენობა მალე გაიზრდება, მზად არიან გააკეთონ ყველაფერი ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად“, – განაცხადა ბაუერმა.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო