ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე - გვაქვს მოლოდინი, რომ საწვავზე ფასის შემცირების ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე - გვაქვს მოლოდინი, რომ საწვავზე ფასის შემცირების ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე - გვაქვს მოლოდინი, რომ საწვავზე ფასის შემცირების ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდება

23 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/G40CfIWVg.webp

"ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც," - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საწვავზე ფასის კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და პრემიერის განცხადების შემდეგ, ეს დიდი ქსელების წარმომადგენლებმა, საჯაროდაც დაადასტურეს.

„ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც. ზოგადად, ჩვენ თუ შევხედავთ სხვადასხვა კომპანიების მიხედვით, ფასები მნიშვნელოვნად დაკლებულია. მცირე და საშუალო ქსელებში, ყველაზე პოპულარული რეგულარის ტიპის ბენზინი 3-3.05 ლარი ღირს. მნიშვნელოვანია, რომ დიზელის საწვავიც მცირე და საშუალო ქსელებში 4-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.

რაც შეხება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს, ისინიც აქტიურად ამცირებენ ფასებს აგვისტოს დასაწყისიდან. სხვადასხვა კომპანიის მაგალითზე საშუალოდ 30-40 თეთრამდე უკვე შემცირებული აქვთ ფასები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ტენდენცია გაგრძელდება. პრემიერის განცხადების შემდეგ, საზოგადოებამ ნახა დიდი ქსელების წარმომადგენლების კომენტარებიც, რომელიც იმავეს ადასტურებენ. გვაქვს მოლოდინი, რომ საწვავზე ფასის შემცირების ტრენდი სექტემბერშიც გაგრძელდება. მიზეზები მარტივია, მყარი ლარი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე დაცემული ფასები“, - აცხადებს მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასებთან დაკავშირებით განცხადება 15 აგვისტოს გააკეთა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ივლისსა და აგვისტოში საწვავზე ფასი შემცირდა, რჩება განცდა, რომ ფასის კლება ფაქტორების პროპორციული არ არის. მან საკითხის მოკვლევა კონკურენციის სააგენტოს დაავალა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო