ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა

17 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/mlUg3N7VR.jpeg

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოს ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ეს პელოსის პირველი ვიზიტია სომხეთში. მას ზვარტნოცის აეროპორტში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი და აშშ-ის ელჩი სომხეთში, ლინ ტრეისი დახვდნენ.

ისაკოვის გამზირზე, სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის საელჩოს შენობასთან, პელოსს მოძრაობა „სასნა ცრერის“ წევრები დახვდნენ. მათ ხელში ეკავათ ამერიკის შეერთებული შტატების და სომხეთის დროშები.

17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს და სხვა მაღალჩინოსნებს. ისინი განიხილავენ სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების მიმდინარე ვითარებას.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრესკონფერენციას გამართავს. აშშ-ს დელეგაციაში შედიან აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები: ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი.

erimedia_ravk/57IZqN7VR.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო