ნიკა გვარამია - ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს საქართველოს დატოვება მოუწია, რადგან „სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაჭერას უპირებდნენ“.
ამის შესახებ გვარამია „ფეისბუქზე“ წერს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რუსეთსა და ბელორუსში არსებულ ვითარებას ადარებს.
„ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით.
მეგობრებო, ბელორუსში მეტი კი არაფერი ხდება! მეგობრებო, რუსეთში სხვანაირად კი არ იწყებოდა პუტინის დიქტატურა! მეგობრებო, სამშობლოს ასე კარგავენ ადამიანები: ჯერ ერთეულებს, მერე ყველა პატრიოტს უწევს ქვეყნის დატოვება! მხარდაჭერა ნატას და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს! ძირს უზურპატორი ივანიშვილი!“- წერს გვარამია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო