erimedia_ravk/wtvf53N4R.jpeg

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ამბები
ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ამბები

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

erimedia_ravk/wtvf53N4R.jpeg
2 ნოე

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ნიკა გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი საწარმოო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, რომელიც ავტომანქანის ეპიზოდს ეხება, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გე“ ქვეპუნქტით, წარდგენილი ბრალდების ნაწილში ნიკა გვარამია გამართლდა

როგორც მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ განაცხადა ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

"გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს შეტანილი ფულადი თანხა. ყადაღისა და ნივთმტკიცებების ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. უფლება გაქვთ, მიმართოთ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. დასაბუთებული განაჩენი ჩაგბარდებათ კანონით დადგენილ ვადაში. სხდომის ოქმი ხელმოწერილი იქნება დღესვე“, – განაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.

ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის „ა“, „ე“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გე“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის ორი ეპიზოდით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. 2019 წლის ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე – თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოო დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყო 2022 წლის 16 მაისიდან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო