ნიკა მელია - ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, გადაწყვეტილებას, ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ნიკა მელია - ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, გადაწყვეტილებას, ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის
ამბებიწყარო: 1tv.ge

ნიკა მელია - ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, გადაწყვეტილებას, ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის

1 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/u_3KUTk4R.jpeg

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და დამოკიდებულება, ახლა რაც ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, უშუალოდ გადაწყვეტილებას. ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის, რადგან სივრცეები სულ უფრო და უფრო მეტი რჩება სპეკულაციისთვის, ნიჰილიზმისა და დეპრესიული ბაცილების უხვად… პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ სხვადასხვა ჯგუფები ჰყავს მხარდამჭერების, ეს სიძლიერეა ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს ერთი ძირითადი იდეა, რის გარშემოც ვართ გაერთიანებული, ამ ქვეყნის გამოყვანა მოჯადოებული წრიდან. თქვენთვისაც, ჩვენთვისაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და დამოკიდებულება. უბრალოდ ის, რაც ახლა ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე ახლა. არ ვიცით, არ ვიცნობთ ადამიანს, ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს და ხომ არ მოგატყუებთ ახლა. ამ განცხადებების შემდეგ, ახლა გითხრათ, რომ სურვილი მაქვს მისი გაცნობის, ნაკლებად ვიქნები დამაჯერებელი. ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ერთ-ერთი მათგანი შევა და მოინახულებს ზეგ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე კონტექსტს აღვიქვამ ბევრი თვალსაზრისით ძალიან ადეკვატურად და არ მინდა, ჩემი თუნდაც ძალიან მართალი პოზიციიდან გამომდინარე იმ პროცესს ხელი შევუშალო ნებსით თუ უნებლიეთ, რამაც შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს საზღვარგარეთ, უფლება არ მაქვს ამ ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო