ნიკა სიმონიშვილი - რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობია ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად დასახელებული პრობლემაა - ვინც ამას ამბობს, არ ესმის, რა არის ქსენოფობია ან შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ნიკა სიმონიშვილი - რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობია ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად დასახელებული პრობლემაა - ვინც ამას ამბობს, არ ესმის, რა არის ქსენოფობია ან შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ნიკა სიმონიშვილი - რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობია ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად დასახელებული პრობლემაა - ვინც ამას ამბობს, არ ესმის, რა არის ქსენოფობია ან შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება

5 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/pMpA2Qk4g.webp

ჩვენ ვცხოვრობთ განსხვავებული ეთნოსის წარმომადგენლებთან ერთად მრავალი წელია და ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა ­ქსენოფობიის პრობლემა. ეს არის ხელოვნურად დასახელებული პრობლემა ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთის მოქალაქეების მიმართ აგრესიასა და ქსენოფობიაზე მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა.

ამასთან, ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ფსიქოლოგიურ ტერორს მიმართავს, როცა ომზე საუბრობს.

„ამ ქვეყანაში ომი არავის უნდა, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორის გაგრძელება ხელისუფლების მიერ საზოგადოების მიმართ. ვისმენთ რიტორიკას, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების დაყოფას და ამ რიტორიკით ცდილობს დაშინებას, რომ ადამიანები, ვისაც განსხვავებული, არგუმენტირებული აზრი გვაქვს სხვადასხვა საკუთხზე, მართლმსაჯულება იქნება, არჩევნები თუ სხვა პრობლემური საკითხები, თითქოს ომი გვინდა. არავის უნდა ომი, არავის ეს არ უთქვამს, არავინ არის ქსენოფობი, ჩვენ ვცხოვრობთ განსხვავებული ეთნოსის წარმომადგენლებთან ერთად მრავალი წელია და ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა ქსენოფობიის პრობლემა. დღეს რატომ ჩნდება ეს პრობლემა. ეს არის ხელოვნურად დასახელებული პრობლემა ხელისუფლების მხრიდან. რეაქცია - როცა შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანს და ის ამაზე პასუხს აბრუნებს, ეს ქსენოფობია არ არის. ქსენოფობიაა კონკრეტული მოტივით ეთნიკური ჯგუფის ან უცხოელების მიმართ სიძულვილი. აქ საუბარია არა კონკრეტული ეთნოსის ან ზოგადად უცხოელების სიძულვილზე. როცა ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ, რაზეც პასუხს აბრუნებს და ღიზიანდება, ეს არ შეიძლება ქსენოფობიად ჩაითვალოს. ვინც ამაზე ამბობს რომ ქსენოფობიაა, ან არ ესმის, რა არის ქსენოფობია ან შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება,“ - განაცხადა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ პარტიებს, მისივე კუთვნილ მედიასაშუალებებსა და რამდენიმე ყველაზე მდიდარ „ენჯეოებს“, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია აქვთ წამოწყებული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო