ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე
ამბებიწყარო: 1tv.ge

ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე

19 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/9ewQEc74g.jpeg

ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან ერევანში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ სხდომაზე საუბრისას, ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში დარჩება.

„ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას აზერბაიჯანის აგრესიის მიმართ სომხეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, აშშ-ის მთავრობის მკაფიო ფორმულირებები დასაფასებელია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ განიხილა არსებული ვითარება და ჩვენ ვიმედოვნებთ და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ ეს სიტუაცია დარჩეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში. ამ მხრივ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეყრდნობით აშშ-ის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ აშშ-ი სომხეთის გვერდით არის ყველა გაგებით.

„სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით – ამ და ყველა სხვა თვალსაზრისით ჩვენ სომხეთის მეგობარი ვართ. ჩვენ აქ ვართ თქვენი ხელისუფლების პატივისცემის გამო. შარშან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ჩაითვალა თავისუფლად და სამართლიანად. იყო თქვენი შესანიშნავი გამარჯვება საომარ პირობებში და სხვა გარემოებებში“, – აღნიშნა ნენსი პელოსიმ.

სომხური მედიის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობები.

ავტორი - გივი ბარამიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო