ნიკოლ ფაშინიანი - „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ არის მოსაზრება, რომ ორგანიზაცია სომხეთს კარგავს, სომხეთში კი წუხან, რომ ორგანიზაცია სომხეთიდან გადის

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ნიკოლ ფაშინიანი - „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ არის მოსაზრება, რომ ორგანიზაცია სომხეთს კარგავს, სომხეთში კი წუხან, რომ ორგანიზაცია სომხეთიდან გადის
ამბებიწყარო: 1tv.ge

ნიკოლ ფაშინიანი - „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ არის მოსაზრება, რომ ორგანიზაცია სომხეთს კარგავს, სომხეთში კი წუხან, რომ ორგანიზაცია სომხეთიდან გადის

1 ოქტ

erimedia_ravk/oX06IcVVg.jpeg

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ არის მოსაზრება, რომ ორგანიზაცია სომხეთს კარგავს, მე კი ვუპასუხე: სომხეთში წუხან, რომ ორგანიზაცია სომხეთიდან გადის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, როდესაც პარტნიორებთან იყო დისკუსია სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ქვეყანამ მიიღო მკაფიო გარანტიები, რომ სომხეთის საზღვარი არის წითელი ხაზი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის“, თუმცა, როდესაც ერევანმა ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა, უცნაური პასუხი მიიღო, რომ არ არსებობს საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია.

„გაჩნდა კითხვა: სად არის წითელი ხაზი? მაშინ ჩვენ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის საჭიროება, ეს მნიშვნელოვანია არა მარტო სომხეთისთვის, არამედ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვისაც.“ იმის თქმა, რომ არ არსებობს საზღვარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნიშნავს, რომ არ არსებობს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“, რადგან ორგანიზაციას აქვს პასუხისმგებლობის ზონა, რომელსაც აქვს მკაფიო საზღვრები. და თუ არ არის საზღვრები, მაშინ არ არის პასუხისმგებლობის სფერო, თუ არ არის პასუხისმგებლობა, მაშინ არ არსებობს თავად ორგანიზაცია. მაგალითად, არ არსებობს საზღვრების დემარკაცია რუსეთსა და ბელარუსს შორის, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. და როდესაც ახლა ბაქო ამბობს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაცია არ არსებობს და სასაზღვრო ვითარება სწორედ ამ მიზეზით არის გამწვავებული, ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, თეორიულად, აზერბაიჯანს შეუძლია, შეიჭრას რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთის ფედერაციას – აზერბაიჯანში“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო