erimedia_ravk/8JSUOPRIg.jpeg

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების ახალი წინადადებები გადაუგზავნა

ამბები
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების ახალი წინადადებები გადაუგზავნა
ამბები

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების ახალი წინადადებები გადაუგზავნა

erimedia_ravk/8JSUOPRIg.jpeg
24 აგვ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების ახალი წინადადებები გადაუგზავნა. ამის შესახებ განაცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა 24 აგვისტოს გამართულ სხდომაზე გააკეთა.

„მინდა, დავადასტურო, რომ სომხეთი მშვიდობიანი დღის წესრიგის ერთგულია. მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს ახალი წინადადბები გავუგზავნეთ, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ეხება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავაც დაძაბულია.

„ერთადერთი ცვლილება სიტუაციაში არის ის, რომ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ლაჩინის დერეფანში სხვა პირებთან ერთად დაიწყო იმ მოქალაქეების მოძრაობა, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. ჩვენ ასევე გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მუშავდება ლაჩინის დერეფნის ცალმხრივად გახსნის გეგმა, ანუ მთიან ყარაბაღში ჩასვლა დაშვებული იქნება, მაგრამ გამოსვლა – არა.

ცნობისთვის, ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. სომხეთის ხელისუფლება დერეფნის ჩაკეტვაში ბაქოს ადანაშაულებს, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

მანამდე, 16 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის მორიგი ეტაპი დაასრულა და ახალი წინადადებები აზერბაიჯანის მთავრობას გადაეგზავნა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო