erimedia_ravk/b9nkeozIg.jpeg

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო

ამბები
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო
ამბები

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო

erimedia_ravk/b9nkeozIg.jpeg
3 სექ

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო. სომხური მედიის ცნობით, ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ქვეყანა ცდილობს, უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დივერსიფიცირება მოახდინოს.

"სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.99%-ის რუსეთთან იყო დაკავშირებული, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალების შეძენის კუთხითაც. ახლა, როდესაც რუსეთს თავად ესაჭიროება იარაღიც და საბრძოლო მასალებიც, ცხადია, რომც უნდოდეს, მაინც ვერ დააკმაყოფილებს უსაფრთხოების სფეროში სომხეთის საჭიროებას. ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში ერთ ცენტრზე მიბმა ან დამოკიდებულება თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე ვიგემეთ ამ შეცდომის მწარე ნაყოფი, ვცდილობთ, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პოლიტიკის დივერსიფიცირება მოვახდინოთ", – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, რუსი პარტნიორები სომხურ მხარეს ეუბნებიან, რომ დასავლეთის ქვეყნები სომხეთთან მუშაობენ და ქვეყნის მთავრობას უბიძგებენ, მიიღონ ზომები რუსეთის რეგიონიდან გასაძევებლად.

"მაგრამ, ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას, ხანდახან გამოვთქვამთ ჩვენს აზრს და შეფასებას, რომ პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რომელსაც ის დგამს ან არ დგამს. რა მიზეზით ხდება ეს, ჩვენ არ ვიცით. მე შემიძლია, კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მტკიცებით ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო