ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსებას ითხოვს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსებას ითხოვს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსებას ითხოვს

29 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/N5GluIVVR.jpeg

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსებას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„აზერბაიჯანის ახალი თავდასხმის შედეგად, სომხეთის ტერიტორიაზე დღეს სამი სომეხი სამხედროა მოკლული. ეს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის წინააღმდეგ თავდასხმაა. აზერბაიჯანის ინტერვენცია უნდა დაიგმოს და შეჩერდეს. აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების გაყვანა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსება აზერბაიჯანის ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ სომხურ ტერიტორიებზე და მოსაზღვრე რაიონებში აბსოლუტურად აუცილებელია“, – წერს ფაშინიანი.

გასულ ღამეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა სასაზღვრო ზონაში შეიარაღებული დაპირისპირებისა და მსხვერპლის შესახებ განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთ-აზერბაიანის საზღვრის მიმდებარე რაიონებში საერთაშორისო მისიის განთავსებაზე ნიკოლ ფაშინიანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისასაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო