erimedia_ravk/1hm6rZgIg.jpeg

ნიკოლა სარკოზი - უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის

ამბები
ნიკოლა სარკოზი - უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის
ამბები

ნიკოლა სარკოზი - უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის

erimedia_ravk/1hm6rZgIg.jpeg
17 აგვ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადებით, დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები უკრაინაში ომის საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სარკოზიმ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა "დააზუსტოს თავისი სტრატეგია" და კომპრომისი მოძებნოს რუსეთთან.

"კომპრომისების გარეშე არაფერი იქნება შესაძლებელი და იმის რისკია, რომ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუარესდეს. ამას საშინელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს", - აღნიშნა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

სარკოზიმ დაგმო უკრაინაში შეჭრის თაობაზე ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი "ევროპის მეზობელია" და საერთო ისტორიაში გაუგებრობების მიუხედავად, "ჩვენ გვჭირდება ისინი და მათ ვჭირდებით ჩვენ".

სარკოზიმ ასევე აღნიშნა, რომ მაკრონის ადრინდელი ინტუიცია სწორი იყო, მაგრამ ის ვერ მიჰყვა მას, ნაწილობრივ აღმოსავლეთ ევროპელების ზეწოლის გამო.

სარკოზიმ ასევე უარყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ "ჩვენ ცრუ დაპირებებს ვყიდით, რომელიც არ შესრულდება".

"უკრაინა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელია. უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის. უკრაინას სთხოვო, არჩევანი გააკეთოს ამ ორ ერთეულს შორის, მეჩვენება, რომ ეს ეწინააღმდეგება ამ რთული რეგიონის ისტორიასა და გეოგრაფიას. არ მესმის, ეს ნეიტრალიტეტი შეურაცხყოფა როგორ იქნება. ის ასევე შეიძლება იყოს გარანტირებული საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების უკიდურესად ძლიერ გარანტიებს, რათა დაიცვას იგი ახალი აგრესიის რისკისგან", - განაცხადა მან.

"2014 წელს ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო. რაც შეეხება ამ ტერიტორიას [ყირიმს], რომელიც 1954 წლამდე რუსეთის იყო და სადაც მოსახლეობის უმრავლესობა თავს ყოველთვის რუსად გრძნობდა, მე ვფიქრობ, რომ სიტუაციის შემოტრიალება ილუზორულია. მაშინაც კი, თუ მივიჩნევ, რომ უდავო რეფერენდუმი, ანუ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ ორგანიზებული, აუცილებელი იქნება არსებული მდგომარეობის რატიფიცირებისთვის", - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო