ნიკოლოზ სამხარაძე - „არავის მივცემთ უფლებას შელახოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“
29 სექტემბერი, 2022
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, ამას შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოჰყვეს.
„ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი არის არამეგობრული ჟესტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე, ძირს უთხრის საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შეიძლება მოყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას შელახოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.