ნიკოლოზ სამხარაძე - კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო
20 ივლისი, 2022
კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც კარლ ჰარცელის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
ჟურნალისტებმა მას ასევე სთხოვეს ეთქვა, თუ რა ვერ გააკეთა ჰარცელმა, თუმცა, სამხარაძემ ამ კითხვაზე არ უპასუხა.
„სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, შემიძლია ვთქვა, რომ მას შეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო,"- განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.