ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ბოსნია და ჰერცეგოვინაში იმყოფება
2 ოქტ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქალაქ სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2022 წლის 2 ოქტომბერს ბოსნია და
ჰერცეგოვინაში მიმდინარე საყოველთაო არჩევნებში, საერთაშორისო
დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.