ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს

ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს
ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს

5 ოქტ

erimedia_ravk/rFdzAP44g.jpeg

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელში, რომელიც რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ევროპის ქვეყნების პარლამენტების როლს დაეთმო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის პროვოკაციული ქმედებები მიმოიხილა. ხაზი გაუსვა საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობას და მათთვის უსაფრთხოების ქოლგის შექმნას.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე და ომის შემდგომი ევროპის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე. პანელის მონაწილე დეპუტატები პოლონეთიდან პორტუგალიიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვიდან შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

დღესვე, ფორუმის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეს, კრისტოფ ჰოისგენს შეხვდა.

მხარეებმა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებში არსებული გამოწვევები და მიმდინარე პროცესები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასა და საქართველოს პარლამენტს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო