ნინო ლაცაბიძე - ნიჩბოსნობას რუსთავში ძალიან დიდი ისტორია აქვს და ჩვენ ამ ისტორიას ვაგრძელებთ

ამბები
ნინო ლაცაბიძე - ნიჩბოსნობას რუსთავში ძალიან დიდი ისტორია აქვს და ჩვენ ამ ისტორიას ვაგრძელებთ
ამბები

ნინო ლაცაბიძე - ნიჩბოსნობას რუსთავში ძალიან დიდი ისტორია აქვს და ჩვენ ამ ისტორიას ვაგრძელებთ

2 ოქტ

erimedia_ravk/8hwKYTVVg.webp

რუსთავის კულტურის და დასვენების პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე 1 და 2 ოქტომბერს, ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა 2003-2008 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე სპორტსმენმა, საქართველოს შვიდი ქალაქიდან მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორდღიან პირველობაში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ალექსანდრე წივწივაძემ სანახაობრივი გაცურვით გახსნა. ღონისძიებას რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, სპორტსმენები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით და ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ის ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ნიჩბოსნობის ხელშესაწყობად მოეწყო რუსთავში. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ნიჩბოსნობას რუსთავში აქვს ძალიან დიდი ისტორია და ჩვენ ამ ისტორიას ვაგრძელებთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენებს მედლები და სიგელები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძემ და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ ბერუაშილმა გადასცეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო