ნიუ იორკის შტატის ოთხი რაიონის გამდინარე წყლებში პოლიომიელიტის ვირუსი აღმოჩნდა, რის გამოც მასზე ვაქცინაცია გაძლიერდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ნიუ იორკის შტატის ოთხი რაიონის გამდინარე წყლებში პოლიომიელიტის ვირუსი აღმოჩნდა, რის გამოც მასზე ვაქცინაცია გაძლიერდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

ნიუ იორკის შტატის ოთხი რაიონის გამდინარე წყლებში პოლიომიელიტის ვირუსი აღმოჩნდა, რის გამოც მასზე ვაქცინაცია გაძლიერდება

10 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/wiYGeLM4R.jpeg

ნიუ იორკის გუბერნატორმა, ქეითი ჰოუკულმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოსახლეობის პოლიომიელიტის ვაქცინაციის დასაჩქარებლად მას შემდეგ, რაც ვირუსი შტატის ოთხ რაიონში აღებული გამდინარე წყლების ნიმუშებში აღმოაჩინეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ვირუსი შტატის სამ რიონში აღებულ ნიმუშებში დაფიქსირდა.

ივლისში როკლენდის რაიონში პოლიომიელიტი​ ერთ-ერთ ზრდასრულ მოქალაქეს გამოუვლინდა, რაც, ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ში თითქმის ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო.

ქვეყნის ხელისუფლება არავაქცინირებულ ზრდასრულებსა და ორი თვის ასაკიდან ბავშვებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, უკვე ვაქცინირებულ პირებს კი, ბუსტერდოზის მიღებას ურჩევს.

საგანგებო მდგომარეობა 9 ოქტომბრამდე იქნება ძალაში. ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიზანია მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია.

პოლიომიელიტ​ს ზოგიერთ შემთხვევაში შეუქცევადი დამბლის გამოწვევა შეუძლია, თუმცა მისი თავიდან აცილება შესაძლებელია 1995 წელს გამოშვებული ვაქცინის საშუალებით. ვაქცინის სამი ინიექცია თითქმის 100-პროცენტიან იმუნიტეტს უზრუნველყოფს. ვირუსი რისკს უქმნის ყველა ასაკის ადამიანს, თუმცა უპირველეს ყოვლისა, საშიშია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო