ნუნუ მიცკევიჩმა სომეხ კოლეგასთან STARMUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ნუნუ მიცკევიჩმა სომეხ კოლეგასთან STARMUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ნუნუ მიცკევიჩმა სომეხ კოლეგასთან STARMUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილა

11 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/mj46QNiVg.jpeg

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა STARMUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს უმასპინძლა, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი ხელმძღვანელობს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ასტროფიზიკოსი, STARMUS ფესტივალის თანადამფუძნებელი გარიკ ისრაელიანი და ფესტივალის მენეჯერი კატერინა დანეკინა.

შეხვედრისას მხარეებმა STARMUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ნუნუ მიცკევიჩმა ფესტივალში ქართველი მეცნიერების ჩართულობის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, არტურ მარტიროსიანმა და STARMUS ფესტივალის თანადამფუძნებელმა, ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა ნუნუ მიცკევიჩს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში იგეგმება. STARMUS Festival – 6 Edition, 5-10 სექტემბერს ქალაქ ერევანში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის თემაა „50 წელი მარსზე“ (STARMUS VI – 50 Years on Mars) და ის MARS 3 მისიის პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს ეძღვნება. STARMUS ფესტივალი საერთაშორისო პლატფორმაა სამეცნიერო კომუნიკაციისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წასახალისებლად.

ფესტივალის ფორმატი მოიცავს სამეცნიერო დებატებს, პანელურ დისკუსიებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფილმების ჩვენებას და მრავალ სხვა აქტივობას. წლევანდელი STARMUS-ის ფარგლებში, მოხსენებით წარდგებიან ნობელის პრემიის ლაურეატები: ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი კიპ თორნი, ემანუელ შარპენტიე, დონა სტრიკლენდი, ედვარდ მოზერი, მიშელ მეიორი, აპოლონის ასტრონავტი ჩარლი დიუკი, ასტრონავტი კრის ჰედფილდი, რომელმაც პირველად დაუკრა გიტარაზე კოსმოსიდან, ჩარლზ ბოლდენი და აიპოდის გამომგონებელი ტონი ფადელი, ასევე, წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ნასას ასტრონავტი ჯიმ ბაღიანი იქნება. საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი STARMUS ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა და Queen-ის ლეგენდარულმა გიტარისტმა, ასტროფიზიკოსმა ბრაიან მეიმ დააარსეს. ფესტივალი ასოცირდება ბრიტანელი ფიზიკოსისა და ასტროფიზიკოსის – სტივენ ჰოკინგისა და მსოფლიოში ცნობილი მხატვრების, მეცნიერებისა და მუსიკოსების სახელებთან. ფესტივალი პირველად 2011 წელს, ტენერიფეში (კანარის კუნძულები, ესპანეთი) გაიმართა და მას შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. დღეს STARMUS საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ასტრონავტებს, ხელოვანებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას, ცოდნასა და უახლეს გამოგონებებს უზიარებენ ახალ თაობებს იმ მიზნით, რომ მათი შთაგონება მეცნიერების სამყაროსკენ მიმართონ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო