NVIDIA-მ ახალი თაობის უმძლავრესი ვიდეობარათები RTX 4080 და 4090 წარადგინა

ამბები/ წყარო: bm.ge
NVIDIA-მ ახალი თაობის უმძლავრესი ვიდეობარათები RTX 4080 და 4090 წარადგინა
ამბებიწყარო: bm.ge

NVIDIA-მ ახალი თაობის უმძლავრესი ვიდეობარათები RTX 4080 და 4090 წარადგინა

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/Ny7RA-nVR.png

კომპიუტერული მოწყობილობების მწარმოებელმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანია Nvidia-მ ახალი თაობის უმძლავრესი ვიდეობარათები (GPU) წარადგინა. RTX 40 სერიაში კომპანიის ორი ახალი პროდუქტი 4080 და ფლაგმანი 4090 იქნება, რომელიც წინამორბედ RTX 3090-თან შედარებით 4-ჯერ უფრო მძლავრი და სწრაფია. Nvidia-ს განმარტებით, ადა ლავლეისის სახელწოდების არქიტექტურაზე აგებული 40 სერია „კვანტური ნახტომი“ იქნება გეიმინგ ინდუსტრიაში, რომელიც მოთამაშეებს არნახულ შესაძლებლობებს მისცემს. გარდა გაზრდილი ტექნიკური შესაძლებლობებისა, Nvidia-ს ახალი ვიდეობარათები DLSS 3 ფუნქციას მიიღებენ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მნიშვნელოვნად ზრდის ვიდეობარათების წარმადობას. ცნობისთვის, Nvidia-ს ვიდეობარათები არა მხოლოდ კომპიუტერული თამაშებისთვის, არამედ ისეთი ინტენსიური საქმიანობისთვისაც გამოიყენება, როგორიცაა: კრიპტოვალუტის მაინინგი, მონტაჟი და გამოთვლები. შეგახსენებთ, რომ Nvidia მსოფლიოს რიგით მე-18 უმსხვილესი კომპანიაა - მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 329 მილიარდ დოლარს შეადგენს, ვიდეობარათები კი კომპანიის მთავარი შემოსავლის წყაროა.

ავტორი - გიორგი თოლორდავა

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო