erimedia_ravk/iH4ltio4R.jpeg

ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

ამბები
ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
ამბები

ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

erimedia_ravk/iH4ltio4R.jpeg
17 იან

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ქმედების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს, ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, მათ შორის ორსულობის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და მას მოკვლით ემუქრებოდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ, ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით სისტემატიურად ახოროციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს. ასევე იგი ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვან დაზარალებულს სისტემატიურად აუპატიურებდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის (სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (4 ეპოზოდი)); არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების, (11-ე პრიმა, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (3 ეპიზოდში)); ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვნების მიმართ და თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმარ ჩადენილი ძალადობის ცემის, (126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2 ნაწილის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით), სისტემატური ძალადობის (11-ე პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით) და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე (11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ ამავე განაჩენით ბრალდებული ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდში, გაამართლა გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო