ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია, შეშფოთებას არ იწვევდეს

ამბები/ წყარო: erimedia.ge
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია, შეშფოთებას არ იწვევდეს
ამბებიწყარო: erimedia.ge

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია, შეშფოთებას არ იწვევდეს

25 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/502-ptWVg.webp

ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია, შეშფოთებას არ იწვევდეს, - სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„იქ ყოველწლიურად იმართება ნატო-ს სამხედრო წვრთნები და რეგიონში სამხედრო კომპონენტის მქონე არარეგიონული ქვეყნების არსებობა გვაწუხებს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს რუს კოლეგებს. ჩვენ ყოველწლიურად ვპასუხობთ ამ მოვლენებს საინფორმაციო მესიჯით“, - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

ახსარ ჯიოევმა აღნიშნა, რომ საქართველოდან სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთი თავის სტრატეგიულ პარტნიორს მიმართავს.

„ჩვენ გვყავს პარტნიორი, მეგობარი - რუსეთი, რომელთანაც არის ორმხრივი შეთანხმებები ჩვენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფება ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ჯიოევმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა ჟენევის ფორმატის მუშაობის მნიშვნელობაზე.

„ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატი, სადაც სამხრეთ ოსეთს შეუძლია თავისი აზრი მსოფლიო საზოგადოებას მიაწოდოს. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი რესპუბლიკის, რუსი და აფხაზი პარტნიორების პოზიცია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ შემუშავდეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ წინ წაწევა. თუმცა, მუშაობა ამ მიმართულებით უდავოდ გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯიოევმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო